საქართველოში ეპიდემია გავრცელების პიკშია / კონსულტაციების მეორე რაუნდი #LIVE

25.11.2020 01:06:50

• ქვეყანა ახალი შეზღუდვების ამოქმედების მოლოდინშია - გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება; ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის ტალღის შეკავებას ცდილობს; მთავრობა ბიზნესთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციებს მართავს; ეპიდემიოლოგთა პროგნოზით, კრიტიკულად მძიმე ვითარებაში ზომების გამკაცრება ვირუსის გავრცელების ტემპს შეამცირებს; შეხვედრის დეტალები და მხარეთა განცხადებები; • აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები მედიაციას განაგრძობენ - საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობს; ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური კონსულტაციების მეორე რაუნდი და პოლიტიკური შეფასებები; • რუსეთ-თურქეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის გახსნაზე შეთანხმდა - პროცესში თურქი სამხედრო დამკვირვებლები ერთვებიან; თურქეთის პრეზიდენტი რეგიონის სხვა ქვეყნების მონაწილეობასაც არ გამორიცხავს; ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკური შეთანხმების შედეგად სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას მიესალმება და რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ამან შესაძლოა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ლოგიკა სრულად შეცვალოს; • ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში, 16-დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით და წითელ ფერებში განათებული პირველი არხის შენობა - საქართველო ამ დღეს არასახარბიელო შედეგებით ხვდება, თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, პროგნოზები დამაიმედებელია; გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართავს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: