საგანგაშო ეპიდვითარება საქართველოში / მსოფლიოში ეპიდემიის მეორე ტალღა ძლიერდება #LIVE

20.10.2020 01:10:40

• საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 194 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 15 ფაქტი დაფიქსირდა; ქვეყნის დედაქალაქი ვირუსული ინფექციის გავრცელების ეპიცენტრშია; სტატისტიკა თითქმის ყველა რეგიონში იზრდება; მთავრობა ეპიდემიას წერტილოვანი დარტყმებით ებრძვის • იტალია, ესპანეთი, აშშ, რუსეთი, ირანი, უკრაინა - ეპიდემიის მეორე ტალღის გეოგრაფია ფართოვდება და სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს; იტალიისა და ესპანეთის რეგიონები კომენდანტის საათისთვის ემზადებიან, ირანი კი ეპიდემიის მესამე ტალღაზე საუბრობს; უკრაინაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, ხუთნიშნა რიცხვებში გამოისახოს; მსოფლიოს შემაშფოთებელი სტატისტიკა და პროგნოზები • საქართველოსა და ექვს ქვეყანაში განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა - კიბერთავდასხმების ანატომია, ჰაკერთა მიზანი და სამიზნეები • კოვიდინფიცირებულებისა და საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 127 საარჩევნო სპეც-უბანი შეიქმნება; განისაზღვრა პროცესში მონაწილე პირთა წრე; მკაცრდება ჰიგიენური ნორმების დაცვა; საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე სპეციალური ეკიპირებით აღიჭურვება; ოპოზიციის ნაწილი ცესკო-ს მიერ გაწერილ ნორმებს აპროტესტებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო