ოპოზიციის ულტიმატუმი / ერთი წელი კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან #LIVE

26.02.2021 01:08:43

• პროკურატურის შეთავაზება ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის უარი საგამოძიებო უწყებას და დიალოგის რესურსი ქართულ პოლიტიკაში - მელია გირაოს გადახდას არ აპირებს; ოპოზიციური ერთობა პროკურატურის შეთავაზებას სამართლებრივ ნონსენსს და უკან დახევას უწოდებს და მელიას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს; საპროტესტო აქციებისა და ულტიმატუმების ფონზე დიალოგის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება; • მსოფლიო გამოწვევები საგანგებო სამიტზე, კოვიდ-სერტიფიცირების სისტემა და გადაადგილების ახალი მოდელი ევროკავშირის მასშტაბით - კოვიდ-პასპორტის გაცემის მექანიზმი სამ თვეში ამოქმედდება; ევროკომისიის პრეზიდენტი ვაქცინის მწარმოებელთა მხრიდან ვადების დარღვევის შემთხვევაში ვაქცინების ევროკავშირიდან გატანის შეზღუდვით იმუქრება; იენს სტოლტენბერგი მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევად ჯანმრთელობის კრიზისს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმს, კიბერშეტევებს, ჩინეთის აღზევებასა და კლიმატის ცვლილებებს ასახელებს; • ერთი წელი კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან, პანდემიის შედეგები და ქვეყნის ეპიდ-ვითარება ერთი წლის შემდეგ - 270 137 ინფიცირებული და გარდაცვალების 3 485 ფაქტი, ეპიდ-აფეთქების კერები, პიკური პერიოდი, პაციენტებით გადავსებული კლინიკები, საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით და გავრცელების სტაბილური მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში; ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი პანდემიის მართვის მთავარ ხარვეზად ზაფხულში მოხსნილ შეზღუდვებს ასახელებს და აცხადებს, რომ მძიმე შედეგების მიუხედავად ქვეყანამ გამოწვევებს გაუძლო; • დავით გუჯაბიძის დოკუმენტური ფილმი „დაუმთავრებელი სპექტაკლის ქრონიკა“, რომელიც ლილი იოსელიანის დაუმთავრებელი სპექტაკლის სარეპეტიციო პროცესს აღწერს; ხელოვანის გზა პირველი ნაბიჯიდან დიდ აღიარებამდე და იუნ გაბრიელ ბორკმანის სარეპეტიციო პროცესი, რომელშიც 90 წლის შეუპოვარი ქალი მრავალ წინააღმდეგობას სძლევს; ფილმის ჩვენება ონლაინ კინოკლუბში 27 თებერვალს გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება - პოლიტიკური შეფასებები
08:43

უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა მინუს ივანიშვილი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო
06:09

ყველა მინუს ივანიშვილი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკე...

საქართველოს ხმა

„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 18 დეკემბერი, 2021 #LIVE
59:45

„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 18 დეკემბერი, 20...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით
04:54

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია
07:07

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 24 მაისი, 2024 #LIVE
00:00

#მოამბე 21 საათზე, 24 მაისი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის პასუხი რუსეთის ულტიმატუმზე
05:14

აშშ-ის პასუხი რუსეთის ულტიმატუმზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოხმაურება პრეზიდენტის შეწყალების აქტზე
06:44

გამოხმაურება პრეზიდენტის შეწყალების აქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო