პირველი არხის მოპოვებული მთავარი დოკუმენტი / „მოამბე“ - რეგიონის ყველაზე ცხელი წერტილიდან #LIVE

09.10.2020 01:14:35

• პირველი არხის მიერ მოპოვებული ორი მთავარი დოკუმენტი - 1938 წლის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენისას არ იქნა გამოყენებული და 80-იანი წლების რუკა, რომლის მიხედვითაც, უდაბნოს მონასტერი საქართველოს შემადგენლობაში არ ექცევა; როგორ გაქრა არქივებიდან 1938 წლის რუკის დედანი და რატომ არ მოხდა საქართველოსთვის მომგებიანი დოკუმენტის გამოყენება • „მოამბე“ - ფრონტის წინა ხაზიდან - მთიანი ყარაბაღი, ფრონტის ხაზის ორივე მხარე და ცხოვრება ომის წესებით; მხარეთა ურთიერთბრალდებები, ბაქო-ერევნის პარტნიორთა გზავნილები და საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში • საქართველოში ვირუსის გავრცელების გეოგრაფია იცვლება - წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში ეპიდემია უკან იხევს, დედაქალაქსა და იმერეთში კი სტატისტიკა შესამჩნევად მზარდია; 12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში რეგულაციების დაცვა მკაცრდება; შრომის ინსპექცია მოქალაქეებსა და ბიზნესს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს • ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს, თუმცა ხელისუფლებას იმ რეკომენდაციებს ახსენებს, რომელიც კანონში არ აისახა; ვენეციის კომისიის დასკვნა და პოლიტიკური შეფასებები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: