აგვისტოს ომის საქმე - ჰააგის მთავარი პროკურორი სამი პირის დაპატიმრებას ითხოვს

11.03.2022 03:35

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო, მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს. მათ 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან, - ესენია თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და გადაცემა. მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გუჩმაზოვი კი წინასწარი დაკავების იზოლატორს ხელმძღვანელობდა, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდნეტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში. გამოძიებამ ასევე დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ მაიორ ვიაჩისლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც განზრახ უწყობდა ხელს ზოგიერთი დანაშაულის აღსრულებას. ბორისოვი ახლა გარდაცვლილია. ამავე ტექსტის მიხედვით, პროკურატურის ოფისმა „ქცევის ანალოგიური მოდელი“ უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შესწავლის დროსაც დააფიქსირა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთს წინააღმდეგ ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს  ჩადენილი მძიმე დარღვევები რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების მიერ.  2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს პროკურატურა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ეს ქვეყნის გამარჯვებაა და უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად, საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მიუნხენის კონფერენცია - მწვავე განცხადებები რუსეთის მისამართით
08:09

მიუნხენის კონფერენცია - მწვავე განცხადებები რუსეთის მისამართ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აგვისტოს ომის საქმე - ჰააგის პროკურორი სამი პირის დაპატიმრებას ითხოვს
04:05

აგვისტოს ომის საქმე - ჰააგის პროკურორი სამი პირის დაპატიმრებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილის ნაცვლად ჰააგის ტრიბუნალზე მიიღეს  რუსეი გენერლები - აშაძე-ხოშტარიას ბრიფინგი
07:27

სააკაშვილის ნაცვლად ჰააგის ტრიბუნალზე მიიღეს რუსეი გენერლებ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მიმდინარე გამოძიება და პოლიტიკური ბრალდებები
09:29

მიმდინარე გამოძიება და პოლიტიკური ბრალდებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მავთულხლართების ზონა“
04:03

„მავთულხლართების ზონა“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

12-წლიანი გამოძიების შემდეგ ევროსასამართლომ ოკუპანტი რუსეთი აგვისტოს ომის საქმეზე დამნაშავედ ცნო
04:52

12-წლიანი გამოძიების შემდეგ ევროსასამართლომ ოკუპანტი რუსეთი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

როგორი იქნება ხელისუფლების  ტაქტიკა საერთაშორისო არენაზე ევროსასამართლოს ვერდიუქტის შემდეგ
06:39

როგორი იქნება ხელისუფლების ტაქტიკა საერთაშორისო არენაზე ევრ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

#მოამბე 21 საათზე, 19 დეკემბერი, 2022 #LIVE
50:58

#მოამბე 21 საათზე, 19 დეკემბერი, 2022 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო