აქცია „ფრონტერას“ წინააღმდეგ


აქცია „ფრონტერას“ წინააღმდეგ. ნავთობმომპოვებელ კომპანიაში დასაქმებულები, რომლებსაც ხელფასები 11 თვეა არ მიუღიათ, ამჯერად დედოფლისწყაროში მდებარე  ნავთობბაზასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას, დედოფლისწყაროში მოპოვებული ნავთობის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ.

მთავარი მოთხოვნა სახელფასო დავალების ანაზღაურებაა.

„ფრონტერას“  წინააღმდეგ, სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.  კომპანიას 11-თვიანი დავალიანება  84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს.

კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან