#მოამბე 21 საათზე, 25 დეკემბერი, 2020 🔴#LIVE


▶ ადამიანური შეცდომა თუ დაგეგმილი მანიპულაცია - „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა დაშვებულ შეცდომას ადამიანურს უწოდებს და აცხადებს, რომ ელენე ნიჟარაძემ ISFED-ს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, რის გამოც ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მოუხდა; ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას სრულად NDI-ის აკისრებს და ხელისუფლებას ფარულ მოსმენებში ადანაშაულებს, რასაც ორგანიზაციის გამგეობაში არ იზიარებენ; მმართველი გუნდი „სამართლიანი არჩევნებისგან“ მოსმენილ არგუმენტებს დამაჯერებლად არ მიიჩნევს და ორგანიზაციისგან კიდევ ერთი შეცდომის აღიარებას ელის;

▶ მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციის მთავარი მიზანი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, სამართლებრივი დავების პარალელურად პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი, ნატო-სთან მაქსიმალური დაახლოება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება;

▶  ისტორიული სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, ახალი პერიოდი ურთიერთობაში და გარდაუვალი დეზინტეგრაცია - ახალი წლიდან მხარეებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობის ჩარჩო ძირეულად იცვლება, თუმცა შეთანხმების რატიფიკაცია ახლა პარლამენტებზეა და პროცესის დასრულებას შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს; ბრიტანელები ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ; დიდი ბრიტანეთის მთავრობა სუვერენული უფლებების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, ევროკავშირში კი ამბობენ, რომ ბრიუსელი ლონდონთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის;

▶ საქართველოში ეპიდემია უკან იხევს - ეპიდვითარების გაუმჯობესებამ ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქა, გამოთავისუფლდა საწოლფონდი; მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ქვეყანამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან