#მოამბე 21 საათზე, 4 დეკემბერი, 2020 #LIVE
▶ ოპოზიცია მმართველ გუნდს საკუთარ მოთხოვნებს ახლა უკვე წერილობით უგზავნის და ხელისუფლებისგან პასუხს ელის - ელჩებთან მიტანილი დოკუმენტის გასაჯაროებას ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნებიდან“ პასუხის მიღების შემდეგ გეგმავენ; უცვლელი რჩება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, რასაც მმართველი გუნდი წითელ ხაზად მიიჩნევს და სრულად გამორიცხავს; შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში და შეხვედრის დეტალები; ▶ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ იშლება, პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს; ჯერჯერობით, უცნობია, ვინ ტოვებს პარტიას; ვითარების გარკვევას ცდილობს „გირჩის“ ოთხი დამფუძნებელი, რომლებიც რამდენიმე წლის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ; ▶ 43 წლის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დასრულდა და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა - ბრალდებულთა მიერ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დაცვის მხარე შაყირსა და ხუმრობას უწოდებს, რასაც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე უარყოფს; წინასაარჩევნო ისტერია და მუქარების ანატომია ცესკოს თანამშრომელთა მისამართით; ▶ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა, რასაც სპეციალისტები ტესტირების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 17 000 ადამიანს ჩაუტარდა; ჯანდაცვის სისტემა რესურსების მობილიზებას განაგრძობს; 112-ში 150- მდე ოპერატორის დამატება იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 10 დეკემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 დეკემბერი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 19 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 18 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 12 საათზე, 4 დეკემბერი, 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
#მოამბე 12 საათზე, 9 დეკემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster