#მოამბე 21 საათზე, 18 დეკემბერი, 2023 #LIVE

18.12.2023

• პრემიერის ანგარიში და მთავარი გზავნილები - მთავრობის მუშაობის შედეგები 2023 წელს და „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობის შეჯამება; ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, თანმიმდევრული საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები, პრიორიტეტები და მომავლის გეგმები • კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად ახალი საშინაო დავალების შესასრულებლად ემზადება - მმართველი გუნდი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიის პასუხს ელის და ოპონენტებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს; ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობას გეგმავს და პროცესს გამიჯნულ ოპოზიციას სტრატეგია-ტაქტიკას უწუნებს • პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე პოლონელი გადამზიდავების აქციას ფერმერებიც უერთდებიან - ბლოკირებული საკონტროლო გამშვები პუნქტები, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები, დაძაბულობა ვარშავა-კიევს შორის და მხარეთა პოზიციები • „რამაზ ჩხიკვაძე - 95“ - საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მრავალფეროვანი პროგრამა, აღდგენილი სცენები ეპოქალური სპექტაკლებიდან და მაყურებლის წინაშე გაცოცხლებული გენიოსი მსახიობის უნიკალური გარდასახვის უნარი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: