ინტერვიუ შვედ ეპიდემოლოგ და პროფესორ იოჰან გესეკესთან (მთლიანი ვერსია)
04/28/2020
Girchi • გირჩი-ის
მიერ
ეს ძალიან მიკერძოებული ინტერვიუა. მიკერძოებულია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ გრიპისა და დიქტატურის საფრთხეებს შორის დიქტატურა ბევრად საშიშია ვიდრე ვირუსი. მიკერძოებულია იმიტომ რომ მჯერა, რომ ნებისმიერ პრობლემას ადამიანები მხოლოდ ერთმანეთთან თანამშრომლობით ვაგვარებთ. ადამიანებს შორის თანამშრომლობის ძალადობის მუქარით აკრძალვა თავად არის ყველაზე დიდი ხელოვნური პრობლემა, რაც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ერთმანეთის მიმართ ჩადენილ ბოროტებას ნიშნავს.
შვედეთი ის იშვიათი ქვეყანაა სადაც ფიქრობენ, რომ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკა აირჩიეს და ვირუსთან პოლიციით ბრძოლას მეცნიერებასთან და საღ აზრთან კავშირი არ აქვს.
სტუმარი, იოჰან გესეკე შვედი პროფესორია. ის შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო ათი წლის მანძილზე. ის ინფექციური დაავადებების თანამედროვე ეპიდემიოლოგიის წიგნის ავტორი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველია.
სტუმრის აზრი მკვეთრად განსხვავდება საზოგადოებრივი აზრისგან საქართველოში:
1. კორონა ვირუსით და ჩვეული სეზონური გრიპით სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება
2. დაავადება შემთხვევების უმრავლესობაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს ადამიანებმა ამის შესახებ არ იციან
3. სტოკჰოლმის მოსახლეობის დიდ ნაწილს (25%) უკვე გადატანილი აქვს კორონა ვირუსი
4. ეპიდემიის დასრულებისთვის საჭიროა მოსახლეობის უმრავლესობას გადატანილი ქონდეს ინფექცია ანუ გამოუმუშავდეს იმუნიტეტი
5. ჯანმრთელი ადამიანების სახლებში დარჩენის იძულებით ეპიდემიას დროში ვახანგრძლივებთ
6. საზღვრების ჩაკეტვას და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ უდევს საფუძვლად
7. მთავრობების არჩეული პოლიტიკის მიუხედავად, ერთ წლის განმავლობაში ქვეყნებს კორონა ვირუსით სიკვდილიანობის ერთნაირი მაჩვენებელი ექნებათ
8. დემოკრატიულ ქვეყნებში მოსახლეობის ჩაკეტვა უსასრულოდ შეუძლებელია
9. როდესაც ადამიანებმა იციან რა არის მათთვის კარგი, ისინი ნებაყოფლობით ასრულებენ რჩევებს. მათ სასარგებლო რჩევების გასათვალისწინებლად პოლიციის იძულება არ ჭირდებათ
ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა არსად არ ყოფილა მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი. ყველა ქვეყანაში ჩინეთიდან დაწყებული, ამერიკით დამთავრებული საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკა გადამწყვეტი ფაქტორებია.
ახალი მონაცემები მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების რეალური მასშტაბის, სიკვდილიანობის და „ჩაკეტვის პოლიტიკის“ შედეგების შესახებ, ყოველდღიურად იმატებს და საშუალებას გვაძლევს განსხვავებულად შევაფასოთ როგორც ვირუსის საფრთხე, ასევე დაშვებული შეცდომები.
საქართველოშიც კორონა ვირუსი პოლიტიკური საკითხია. ეს ინტერვიუ სულ მცირე იმის დასტურია, რომ თუ დემოკრატიულ და საქართველოზე 12-ჯერ მდიდარ შვედეთში შეიძლება „პოლიციით მკურნალობა“ ვირუსზე დიდი საშიშროებად მიაჩნდეთ, საქართველოშიც გვაქვს სრული უფლება იგივე ვიფიქროთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეპიდემიამდე არც მთავრობას ვენდობოდით, არც მისი მაკონტროლებელი სასამართლოს გაგვაჩნდა და არც ქართველი ექიმების პროფესიონალიზმში ვყოფილვართ არასოდეს დარწმუნებული.
ინტერვიუ ჩაწერილია 23.04.20. ინტერვიუს ჩაწერიდან ერთ საათში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იპოდრომზე სეირნობით და ყველა სავალდებულო წესის დაცვით გააპროტესტეს უკონტროლო მთავრობის ძალადობა. უწყინარ პროტესტზე მთავრობის პასუხი სამი ადამიანის დაპატიმრება და რამდენიმე ათასი ლარის ჯარიმები იყო.
____________________________________
WEBSITE: https://www.girchi.com/
FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/
INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/
TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/