საქართველოში ეპიდემია გავრცელების პიკშია / კონსულტაციების მეორე რაუნდი #LIVE
11/25/2020
• ქვეყანა ახალი შეზღუდვების ამოქმედების მოლოდინშია - გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება; ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის ტალღის შეკავებას ცდილობს; მთავრობა ბიზნესთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციებს მართავს; ეპიდემიოლოგთა პროგნოზით, კრიტიკულად მძიმე ვითარებაში ზომების გამკაცრება ვირუსის გავრცელების ტემპს შეამცირებს; შეხვედრის დეტალები და მხარეთა განცხადებები;
• აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები მედიაციას განაგრძობენ - საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობს; ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური კონსულტაციების მეორე რაუნდი და პოლიტიკური შეფასებები;
• რუსეთ-თურქეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის გახსნაზე შეთანხმდა - პროცესში თურქი სამხედრო დამკვირვებლები ერთვებიან; თურქეთის პრეზიდენტი რეგიონის სხვა ქვეყნების მონაწილეობასაც არ გამორიცხავს; ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკური შეთანხმების შედეგად სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას მიესალმება და რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ამან შესაძლოა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ლოგიკა სრულად შეცვალოს;
• ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში, 16-დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით და წითელ ფერებში განათებული პირველი არხის შენობა - საქართველო ამ დღეს არასახარბიელო შედეგებით ხვდება, თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, პროგნოზები დამაიმედებელია; გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართავს
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.