ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს დაიწყო. ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შ.პ.ს ,,ზუგდიდაგროსერვის“-თან ერთად ახორციელებენ. მათ შესაბამისი სწავლება ჩაუტარდათ და სპეციალური აღჭურვილობა და ტანსაცმელი გადაეცათ. სამუშაოებში მონაწილეობა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში, თხილის ნარგავების შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. 1,5 ჰა-მდე ფართობის მფლობელებს სახელმწიფო ნარგავებს საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 1,5 -დან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი შესაწამლად უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნული სამუშაოებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 421 300 ლარი და 7-ტონამდე საწვავი გამოიყო. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს დაიწყო და ეტაპობრივად 48 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
Radio Atinati
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში აზიური ფაროსანას საწინაა...
აგროგარემო TV
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი ხუთ მილიონამდე გა...
Radio Atinati
აზიური ფაროსანას შესაწამლი აპარატურა დარიგდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში თხილის მოსავლის ზარალის აღწე...
Radio Atinati
მასშტაბური ღონისძიებები,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
აზიური ფაროსანა თხილნარებში ისევ გამრავლდა
Radio Atinati
დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
Radio Atinati