საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო პირველად მონაწილეობს

20.10.2022 01:57

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, წელს, პირველად, საქართველო ქალაქ ერ-რიადში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Saudi Agriculture International Trade Exhibition (https://saudi-agriculture.com) მონაწილეობს. მასშტაბური გამოფენის გახსნას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო