თურქეთის პრეზიდენტის განცხადება
ისრაელის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონის ქვეყნებს ბირთვული განიარაღების კონფერენციის ჩატარება შესთავაზა. საუდის არაბეთში გამართული „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა“ და „არაბული ლიგის“ ერთობლივი სამიტის დეკლარაციაზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ღონისძიებას აქვს როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული ნაწილი და ეს ორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბირთვული განიარაღება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ავლენს როგორც ისრაელს, ასევე მათ, ვინც მის უკან დგას. ერდოღანმა ასევე ანიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები უფუნქციო და ბრმაა, როდესაც საქმე მუსლიმებს ეხება. „ახლა აუცილებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი სტრუქტურის განახლება. გაერო-ში მუდმივი წევრობისა და ვეტოს სისტემა უნდა შეიცვალოს. მსოფლიოს მომავალი და ხალხის სიცოცხლე არ შეიძლება ვეტოს უფლების მქონე 5 ქვეყნის წყალობაზე დარჩეს. ღაზა, პირველ რიგში, პალესტინელი ხალხის მიწაა. ამერიკამ ეს უნდა მიიღოს“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თურქეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაეროს 78-ე ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 17:00 საათზე - 15 სექტემბერი, 2018 წელი
TV IMEDI
ხორბლის ექსპორტი უკრაინიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები აია სოფიას შესახებ გადაწყვეტილებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster