არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის სტრატეგია

07.10.2021 06:55

43%-იანი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგიდან არ იხსნება. ხელისუფლების ოპონენტების ოპტიმიზმი დიდ ქალაქებში დანიშნულ მეორე ტურებს ემყარება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 30 ოქტომბრამდე გაერთიანების და ერთიანი კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის აუცილებლობაზე თანხმდება. ამ გეგმას არ იზიარებს გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ყოფილი პრემიერი ძველ თანაგუნდელებთან ან ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში შესვლას გამორიცხავს და დაბალანსებული საკრებულოების მისაღებად ორივე მხარეს სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს. თუმცა გახარიას დღევანდელი გზავნილი არც ერთ ადრესატს არ მოსწონს. კოალიციური მთავრობის ფორმირების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი სამოქმედო სტრატეგია ქუჩაზეც გადის. ახლა საინტერესოა, ვინ შეუერთდება ოპოზიციიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თბილისში დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

არჩევნების შედეგები და პოლიტიკური შეფასება
06:29

არჩევნების შედეგები და პოლიტიკური შეფასება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თვითმმართველობის არჩევნები - ცესკო-ს მონაცემები
01:16

თვითმმართველობის არჩევნები - ცესკო-ს მონაცემები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა / რუსეთ-თურქეთის შეთანხმება და დაძაბულობა ერევანში #LIVE
57:55

საქართველოს მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა / რუსეთ-თურქეთის შე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გადაწყვეტილება
05:42

არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმები
05:06

#არჩევნები2020 არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა
12:42

#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
05:55

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს ემუქრება / არჩევნების მეორე რაუნდი და ოპოზიციის ბოიკოტი #LIVE
01:40:25

ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს ემუქრება / არჩევნების მეორე რაუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო