ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს ემუქრება / არჩევნების მეორე რაუნდი და ოპოზიციის ბოიკოტი #LIVE

16.11.2020 01:40:25

• ოპოზიციის ნაწილი მეორე ტურზე მისულ ამომრჩეველს „სირცხვილის კორიდორებით“ ემუქრება - ექსპერტები პროცესის რადიკალიზაციაზე და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობენ; მოლაპარაკებების მიუხედავად, ოპოზიციური სპექტრი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და მეორე ტურში არ მონაწილეობს; ოპოზიციის გეგმები და პოლიტიკოსთა მუქარის შემცველი გზავნილები; • არის თუ არა „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა, ქმნის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ოპოზიციური ერთობის დღის წესრიგს და უშვებს თუ არა მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას - „დღის თემის“ შეკითხვებს სალომე სამადაშვილი და გიორგი ამილახვარი უპასუხებენ; • არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება - მმართველი გუნდი მეორე რაუნდისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პროცესში ჩართვას მხოლოდ ვადამდელი, ან რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში გეგმავს; „ევროპულმა საქართველომ“ პროტესტის ნიშნად საარჩევნო კომისიებიდან საკუთარი წევრები გაიწვია; • ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება - სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს; პარლამენტში მისული პრემიერი მთიან ყარაბაღში წარუმატებლობას პროცესში თურქეთის არმიისა და ტერორისტების ჩართულობას უკავშირებს; კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები პატრულირებენ, თურქეთი კი სამხედროების გასაგზავნად ემზადება; • ქვეყნის ეპიდ-სურათი კვლავ მძიმეა - ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 3 157 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი; სისტემა დამატებითი რეზერვების ასამოქმედებლად ემზადება; დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს; ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვებ-გვერდს ქმნის, რომლის მიზანი გადატვირთული 112-ისა და უწყების ცხელი ხაზის გაუმჯობესებაა ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ოპოზიციის დიდი ნაწილი ქართული ოცნების ამომრჩეველს ემუქრება, იმის მაგივრად რომ მათი შიშები გააბათილოს
09:59

ოპოზიციის დიდი ნაწილი ქართული ოცნების ამომრჩეველს ემუქრება,...

Girchi • გირჩი

#არჩევნები2020 ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს „სირცხვილის კორიდორებით“ ემუქრება
08:59

#არჩევნები2020 ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს „სირცხვილის კორი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილის გზავნილი - შეფასებები
12:38

სააკაშვილის გზავნილი - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში
00:48

შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპის გზავნილები პოლიტიკურ პარტიებს / NDI-ის კვლევა და შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია #LIVE

ევროპის გზავნილები პოლიტიკურ პარტიებს / NDI-ის კვლევა და შედ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები
05:05

მიხეილ სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო სისტემის რეფორმა
03:13

საარჩევნო სისტემის რეფორმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეფერენდუმი თურქეთში - ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია
05:08

რეფერენდუმი თურქეთში - ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო