რეფერენდუმი თურქეთში - ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია

16.04.2017 05:08

თურქეთში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია. ქვეყანაში რეფერენდუმი დასასრულს უახლოვდება. დიარბაქირის პროვინციაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, დღეს ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა ორი ადამიანი. 55-მილიონიანი ამომრჩეველი ისტორიული გადაწყვეტილების მონაწილეა. მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს, სურს თუ არა, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ერდოღანის პროექტის მიხედვით, იზრდება პრეზიდენტის უფლებები, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი უქმდება. ასევე ცვლილებები საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას გულისხმობს. ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილი ცვლილებებს კატეგორულად ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის მიმდინარეობას #მოამბის გადამღები ჯგუფი აშუქებს. სტამბოლში რატი ხვისტანი მუშაობს.

გაზიარება: