#მოამბე 21 საათზე, 15 თებერვალი, 2023 #LIVE

15.02.2023 01:01:40

• უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილი და პოროშენკო დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად განიხილებოდნენ და მათთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ, რომლებიც „კაგებე“-ში შედიოდა - „ქართული ოცნება“ ინფორმაციას ფაქტების მორიგ დადასტურებად აფასებს • კუბილიუსის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას და თბილისის მწვავე რეაქცია - ევროდეპუტატი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს, სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალოს და მითითებული წესებით ითამაშოს, წინააღმდეგ შემთვევაში კი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კორუფციაში ბრალდებულ ევროპარლამენტართა მუქარას სერიოზულად ვერ განიხილავს • სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორიული ვიზიტი თურქეთში - შეხვედრა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობა დამანგრეველი მიწისძვრის დროს გაწეული დახმარებისთვის და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა • დღეიდან, ონკოლოგიურ და ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო 800-მდე მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა - ჯანდაცვის სამინისტრო ზღვრული ფასების შემოღებას სხვა სახის მედიკამენტებზეც გეგმავს და აცხადებს, რომ რეფორმა წამლებს 40%-ით გააიაფებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: