#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. პირველი ტურიდან სამი კვირის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობენ. საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ორი რაუნდისა და ოპოზიციის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრების მიუხედავად, კომპრომისული შეთანხმება ისევ არ არსებობს. ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები, ცესკო-ს თავიდან დაკომპლექტება, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს ოპოზიციის მოთხოვნები და შეთანხმების მისაღწევად დაყენებული წინაპირობაა. მმართველი გუნდისთვის კი ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია. თუმცა, მზად არის, სხვა საკითხებზე ოპონენტებთან დიალოგი აწარმოოს. ოპონენტების ბოიკოტის მიუხედავად, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დღეს ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადატანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელზეც, შესაძლოა, შეთანხმების კონტურები გამოიკვეთოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს...
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – სპეციალური გამოშვება - 1 ნ...
#არჩევნები2020 მეორე ტური - ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 21 ნოემბერს მეორე ტური ტარდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ორი საათი კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო არჩევნები 2020 - მეორე ტური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster