ხახვის სუპი | შეფი ლუკა ნაჭყებია

12/01/2021
Taste Corporation-ის მიერ

🍲 ცივ დეკემბერს აუცილებლად უნდა შეხვდეთ ცხელი და გემრიელი ხახვის სუპით.
🔔 გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.

#ხახვი #სუპი #შალოტი

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

_______________________________________________

ხახვის სუპისთვის ავიღოთ შალოტი,თეთრი და წითელი ხახვი დაახლოებით 600 გრამი. დავჭრათ გრძელ და წვრილ ნაჭრებად.
ქვაბი გავაცხელოთ გაზქურაზე. ავიღოთ 60 გრამი კარაქი და დავიწყოთ ხახვის კარამელიზაცია.
ხახვის კარამელიზაციის შემდეგ როცა შეატყობთ, რომ იწყებ მიწვას ნელ-ნელა დავიწყებთ ღვინის დამატებას დაახლოებით 100 მლ-ს. შეგვიძლიათ დაუმატოთ ორი მწიკვი შაქარი. დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და გავაგრძელოთ მორევა. ამის შემდეგ დავუმატოთ ნახევარი ლიტრი ქათმის ბულიონი და დაახლოებით სტოკის ნახევარი წყალი. შემდეგ დავუმატოთ პილპილის მიქსი. ვაცადოთ წამოდუღება და შემდეგ თქვენი გემოვნებით გაათხელეთ წყლით.

ამასობაში დავჭრათ ბაგეტი, წავუსვათ კარაქი და უკვე გამზადებული ხახვის სუპი გადმოვიტანოთ ჯამში ზემოდან დავადოთ კარაქიანი ბაგეტის ნაჭრები და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი გაუდა. გაზქურა გავახუროთ 240 გრადუსამდე და შევდგათ სულ რამდენიმე წუთით სანამ ყველი გადნება და პური დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით !

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან