ჩიხირთმა | შეფი ლუკა ნაჭყებია

12.06.2021 11:53

✊ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას გვერდში დგომა სჭირდება. 🍲 ჰოდა, სწორად ამისთვის შევქმენით ქართველებმა ჩიხირთმა - კერძი, რომელსაც ჩიხიდან გამოყავხარ! 👌 შეფ ლუკას აზრი ჩიხირთმაზე ასეთია, თქვენსას კი სიამოვნებით მოვისმენთ კომენტარებში. გამოგვყევი: instagram:   / ​​   facebook:   / chef.cave​​   tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​ ​​ #ჩიხირთმა​​ #ქათამი​​​​​ #სუპი​​​​ ​​​​​#ბახუსი​​​​ #შეფქეივი --------------------------------------------------------------- გვერდში დგომის შესაფერისი კერძის რეცეპტიც მოვიდა! 😊 პირველ რიგში, დავჭრათ ქათამი, ფილე დავამარინადოთ მარილწყალში და შევინახოთ. დარჩენილი ჯუჯულა დავამარილოთ და გავაკეთოთ ბულიონი, და დავუმატოთ ნახევარი ხახვი. ასევე დაგვჭირდება 2 კბილი ნიორი.(მოვთუშოთ) სოუსისთვის დაგვჭირდება: • კამა და ქინძი • 1 კბილი ნიორი • 4 სუფრის კოვზი ძმარი • 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და დავამატოთ 1 კვერცხის გული, შემდეგ ისევ დავაბლენდეროთ და გადავწუროთ. რუ • ფქვილი მოვხალოთ და დავამატოთ 50 გრამი კარაქი. 50 გრამი რუ დავამატოთ კარამელიზირებულ ხახვს და ნიორს და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ცოტაოდენი ბულიონი და გავაგრძელოთ დაბლენდერება წამოდუღების შემდეგ გავთიშოთ ვაცადოთ გაგრილება დავამატოთ 2 კვერცხი და დავაბლენდეროთ შემდეგ ეტაპზე, გავაცხელოთ ტაფა და ქათმის დამარინადებული ფილეები შევბრაწოთ. შემდეგ დავადეგლაზიროთ წყლით, დავამატოთ ცხარე წიწაკა და ლაიმის წვენი. ჩიხირთმა მზადაა!

გაზიარება: