ქალაქის საკრებულოში ჯანდაცვის კომისიას ვახტანგ გოგილავა უხელმძღვანელებს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვახტანგ გოგილავა ხმათა უმრავლესობით 9-2 წინააღმდეგ აირჩიეს. მისი არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თაზო ფაცაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა. გოგილავამ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაში დღეიდან აქტიურად ჩაერთვება. „უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს თანამდებობა. ჩემთვის ცნობილია ის პრობლემები, რაც მოსახლეობას ამ კუთხით აწუხებს და ვეცდები მის მოგვარებას “, - აღნიშნა გოგილავამ. გარდა ამისა, ცვლილებებია სხვადასხვა კომისიებში. დეპუტატების კომისიებში გადანაცვლებას და დამატებას ოპოზიციური პარტიის წევრები უარყოფითად აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კომისიებში უმცირესობაში იყვნენ და ცვლილება სწორედ აქედან გამომდინარე განხორციელდა. იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას, თქმით ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამ გადანაწილებით ზოგიერთი კომისიის შემადგენლობა შეივსო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში უსახლკაროთა რეგისტრაცია იწყება
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების გადანაწილე...
Radio Atinati
ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
Radio Atinati
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა
Radio Atinati
თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალაქის საკრებულოში საკადრო ცვლილებები და იმპიჩმენტი არ შედგ...
Qartli. ge