ზუგდიდში უსახლკაროთა რეგისტრაცია იწყება
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის შესახებ დადგენილება მიიღო. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თაზო ფაცაციას თქმით, დაგეგმილია ზუგდიდში მცხოვრები თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების აღრიცხვა და მათთვის სტატუსის მინიჭება, რის შემდეგაც შესაბამისი კომისია უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხზე იმსჯელებს. „თითეული ადამიანი, რომელსაც ქალაქის ტერიტორიაზე არ აქვს საშუალება ნორმალურ პირობებში იცხოვროს იდენტიფიცირდება მომართვის საფუძველზე და ადგილზე მისვლით. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ მოვიძიოთ დონორი ორგანიზაციები, რომელთანაც გავუწევთ შუამდგომლობას, რათა აშენდეს სოციალური სახლები, სადაც ეს ადამიანები იცხოვრებენ“, - განაცხადა ფაცაციამ. მისივე განმარტებით, დონორი ორგანიზაციის საშუალებით დაგეგმილია კორპუსის მშენებლობა. სოციალური სახლების რაოდენობა კი უსახლკაროების სულადობაზე იქნება დამოკიდებული. ამ დროისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 80 ბენეფიციარს ბინის ქირავნობის სახით უწევს დახმარება, რაც შეეხება სოციალურ სახლებს, ასეთ საცხოვრებელში ამ დროისთვის 14 უსახლკარო ცხოვრობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
აფხაზეთში დაღუპულთა სულებს პატივი დევნილთა მინისტრმა და თბილ...
Radio Atinati
გაფრთხილება უკანონო შენობების დემონტაჟის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა
Radio Atinati
ინგირში ორი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართი დაიწვა
Radio Atinati
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati