დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება

25.12.2020 01:42

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი, კახა კალაძე წარადგენს. ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება,  მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. განხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევისა და ვარკეთილის ხევის პარკების მოწყობა, ასევე იგეგმება ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის დაწყება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog