ენმ: ზუგდიდის მერია მიწის გადაცემას ერთი თვის წინ დარეგისტრირებული კომპანიისთვის გეგმავს

03/12/2018
Radio Atinati-ის მიერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით მუნიციპალიტეტის მერია გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ ადგილზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი, რომელიც აქ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, გუბერნატორისა და ვიცე-მერის მეგობარია.

„მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ჯალაღონია შონიასა და გულორდავას მეგობარი., არ უნდა გასხვისდეს ზუგდიდელების საკუთრება ისეთ კომპანიაზე, რომელიც გასულ თვეს დარეგისტრირდა და არავითარი აქტივობა არ განუხორციელებია. სალომე ჯალაღონია მხოლოდ ფიქტიური მფლობელია და რეალურად კომპანიას მისი მამა გოჩა ჯალაღონია ფლობს“, - თქვა წითლიძემ.
მან ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებსა და პირადი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და საკრებულოსა და მერიას მოუწოდა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ლევან შონია გოჩა ჯალაღონიას საერთოდ არ იცნობს.

„რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტს, ეს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ამ დრომდე არ შემოსულა. განვმარტავთ, რომ მას შემდეგ რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს მერია და ჩვენი ადმინისტრაცია დასტურს მისცემს, ეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც აცხადებს აუქციონს ან კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით აძლევს მიწას ინვესტორს“, - აღნიშნეს სამხარეო ადმინისტრაციაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითიმ\" მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია მერიის სააქტო დარბაზში 1 მარტს გამართა.
მერიის ინფორმაციით, ,ზუგდიდი სითი\", რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს. მავე ცნობით პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიები შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა მიქავამ გამოთქვა და მერია მისი ტერიტორიის უკანონო გასხვისებაში დაადანაშაულა. მერმა ლაშა გოგიამ კი მის საპასუხსაპასუხოდ განმარტა, რომ სააქციო საზოგადოებამ მხოლოდ პრეზენტაცია გააკეთა და ამ ტერიტორიაზე ინვესტიცის შემოთავაზება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან