ენა
ენა ნუ ვილაპარაკებთ. ფრთხილად. სიჩუმეა გასაღები, სხეულებს რომ ანიჭებს რენტგენულ უნარს – იშიფრებიან საიდუმლო კოდები დუმილში. ნუ მეტყვი როგორ გვესმოდეს თუ დავხუჭავთ თვალს, რომ არ გვესმის ერთმანეთის სინათლის დავიწყებული ენა – თანდაყოლილი მზის გულისცემა. ნუ მეტყვი როგორ აღარ მესმის ჰომეროსის პოეზიის – გადაშენდნენ ენები წარმართი ღმერთების ნუ მეტყვი როგორ მესმის თავისუფალი ვარდნის და ელემენტარული დიფუზიის კანონის როცა სიმკვრივის შეგრძნება მავიწყდება და ვთხევადდები ნაცნობ არტერიებში – კალაპოტი მექანიკურია. ნუ გამიმხელ: შენში ვიყოფი შეჩვეული წარსულის და გაურკვეველი მომავლის მარტივ მამრავლებად. შაქრის პატარა კრისტალის წახნაგები კი გეომეტრიული პროგრესიით მამრავლებენ და მკრავენ ფონეტიკურ ერთეულად ერთ ლექსიკურ მთლიანობად, რაშიც მუდამ “ვარ” განუყოფელი საწყისი შენი დაშლის და-საწყისი. ნუ გამიმხელ. ისედაც ვხედავ – შენს თვალებში ვნაწილდები ხედებად – მარჯვენა და მარცხენა. როცა მათში ვიხედები ვ-მარცხდები. და ვი-მარჯვებ როცა შენი ზურგი ი-ხედება ჩემში. ნუ იქნები თავ-ხედი. მელაპარაკე პირის-პირ, უსიტყვოდ, მელაპარაკე თვალების გასწვრივ. მიხვდე, დაიჯერო იქნებ რომ ენებს უჭირთ გადაშ-ენება. ვიდრე მათი ფონეტიკა ყურებში ჟღერს. ვიდრე მათი ლექსიკური ქაოსი ავსებს დუმილს. ვიდრე მათით, თუნდაც, ორი ადამიანი ფიქრობს. (კრებულიდან ,,მეტალის პეპელა". 2007) ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...
Dare Sumbadze-ის სხვა ვიდეოები
00:23
გალაკტიონ ტაბიძე ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს"
02:19
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარ...
01:27
შობამდე
02:39
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მან...
01:22
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
05:06
დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
01:47
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომ...
მსგავსი ვიდეოები
თამარ ნიკოლეიშვილი - რა ენა-ღვლებათ
AraGviani
ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, დაგადუმებთ ერთხელ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#დღისკოდი ქართული ენა, ლიტერატურა და მეტყველების კულტურა #LI...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენა და ტექნოლოგიები, მეოთხე ლექცია
Irina Lobzhanidze / ირინა ლობჟანიძე
ენა და ტექნოლოგიები, მეშვიდე ლექცია
Irina Lobzhanidze / ირინა ლობჟანიძე
ენა და ტექნოლოგიები, მეხუთე ლექცია
Irina Lobzhanidze / ირინა ლობჟანიძე
"მწერალი, ენა და დიალექტი" სამეცნიერო კონფერენცია ეთერ თათარ...
Natia Putkaradze
ენა და ტექნოლოგიები, მეცხრე ლექცია
Irina Lobzhanidze / ირინა ლობჟანიძე