● ქალი ვნახე კაფე ნალში
ქალი ვნახე კაფე ❝ნალში❞... რაღაც ვნების ქარმა გამკრა. ჩამივარდა გულში, თვალში, ის კი უცებ სადღაც გაქრა. იმის შემდეგ დრო გავიდა, დამავიწყდა ქალი თითქოს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ მინდა, ვგრძნობდი - სული შველას ითხოვს. ვიხსენებდი მის ორ მნათობს, ცისფერ სხივებს რომ სტყორცნიდა და ვხვდებოდი, როგორ მათრობს, ის კი, ალბათ, სხვას კოცნიდა. დამყვებოდა მცირე დარდი და მირტყამდა, როგორც დენი. ბავშვობიდან კი ვარ მარდი, მაგრამ მაშინ, დავიბენი. არ ვიცოდი მისი გვარი, სახელი და ეროვნება. არ ვიცოდი: ჰყავს კი ქმარი? - იქნებ იმას ემონება. მაგრამ, ბოლოს მაინც ვნახე, ვერაზეა კაფე ❝გირჩა❞. იქ დავუგე ლექსის მახე - იქ კი ვეღარ გადამირჩა... 1998 ნიკო გომელაური • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
მსგავსი ვიდეოები
● ზოგი ქალი
TheApokaliptos
ნინი შერმადინი - მეოცნებე ქალი ● Nini Shermadini - Meocnebe...
Georgia Official
ემიგრანტი ქალი რომელმაც 12 წლის შემდეგ პირველად ნახა თავისი...
Georgia Official
● ძველი ალბომი
TheApokaliptos
● რომ ვწერ...
TheApokaliptos
● მოღალატე მუზას
TheApokaliptos
● მე რომ წავალ
TheApokaliptos
● არის კაცი . . .
TheApokaliptos