● მოღალატე მუზას
რატომ გამექცა ერთგული მუზა, გადაიხვეწა, ნეტავი სად? ნეტავ რა ზღვაში ჩაუშვა ღუზა? მე რად აღარ მთვლის საკუთარ ძმად? თან გაიყოლა აზრები, რითმა, საწერკალამიც წაიღო თან. ახლა ატყდება მოთქმა და მითქმა შესაძლოა, რომ წიხლიც კი მკრან. ვზივარ ოთახში, დარდი მაქვს დიდი, მთრალი უზომოდ, უმუზოდ ვწერ, ბაირონი დევს თაროზე მშვიდი - შენ... შენ რა გიჭირს უცნობო სერ. აბა, მე მკითხე ღალატი მუზის... არ ვჩივი შიმშილს, უწყლობას, დენს. ის, ახლა სულ სხვას კალამზე უზის და ეს შეგრძნება გველივით მკბენს. რას ვიფიქრებდი მსგავსი მოხდება?! - მეფარებოდა მუზა მე მთად. მეგონა მხოლოდ ქალი ბოზდება... თუმცა, სქესი ხომ ერთი აქვთ მათ. ნიკო გომელაური • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
მსგავსი ვიდეოები
● იუდას მონოლოგი
TheApokaliptos
ნაწ #1: პრეზიდენტი გამსახურდია 28 დეკემბერს მოკლეს! ექსკლუზ....
PK TV2
#1: აფხაზეთის ომის ქრონიკები:როგორ და რატომ წავაგეთ ომი; გურ...
PK TV2
PKTV. მე-2 ნაწ: კაშხლები - ვის და რაში აძლევს ხელს გიგანტური...
PK TV2
PKTV. 1-ლი ნაწ: კაშხლები - ვის და რაში აძლევს ხელს გიგანტური...
PK TV2
1-ლი ნაწ:კანონიერი ხელისუფლება 90-იანებიდან დღემდე.რას გულის...
PK TV2
მე-2 ნაწ: რატომ იყო ზ. გამსახურდია მიწის პრივატიზაციის წინაა...
PK TV2
მე-2 ნაწ:(შესწ.)რატომ იყო ზ. გამსახურდია მიწის პრივატიზაციის...
PK TV2