აღარა მაქვს ამ ქალების ატანა,
დასანახად ვეღარ ვიტან მათ.
მათი სახით ამეკიდა სატანა,
რა შევცოდე? რად ვისჯები, რად?
ცუდად ვხდები, რომ ვიხსენებ სახელებს,
ცუდად ვხდები, სახეებს რომ ვიხსენებ.
ყალბი ხმა და ცრუ იერი მახელებს
თვალწინ მიდგას ყველა - ვეღარ ვისვენებ.
დღეს ტულელი გამახსენდა იულია,
თან სულელი, თანაც ფრიგიდულია,
ან ავიღოთ თუნდაც დალი,
მუდამ გაპობილი მთვრალი.
მრუში არის გალია,
ისე, სათნო ქალია.
რა მსუნაგია თამუნა,
ლამის მეც შემახრამუნა.
უვარგა სახე მინსკელ ტანიას,
მაგრამ, ქართველი კაცის ტანი აქვს.
როგორ ვენდე მე სვან ნინოს?
უმარილოს, თან უტვინოს.
აჭარელიც მყავდა ნინა,
ერთი უნდა მოგესმინა.
მეუღლედ მყავდა ეკატერინე,
ერთ დღეს აღმიქვა, როგორც მტერი მე.
გამომცვალა, როგორც ძველი კალოში,
და გონია თავი მონტეკარლოში.
ცოდვა მადევს ერთი რუსი მონაზვნის,
რადგან როცა გემო ნახა ორგაზმის ,
- დაივიწყა, რაც კი ჰქონდა აღთქმული,
ჩემი ხათრით შეისწავლა ქართული.
❝ყ❞ - ს გამოსთქვამს, ბაყაყივით ყიყინებს,
დროშასავით აფრიალებს ბიკინებს.
მოგესალმები შენ ჩემო ნელი,
ნუ შიშობ, არ მაქვს მე ენა გრძელი.
რომ აიხადე გახსოვს ვუალი?
- პირველად ვნახე ტრანსსექსუალი.
რას ვიფიქრებდი ქურდბაცაცაა ლამარა,
როგორ დამტოვა პრეზერვატივის ამარა?!
დამეხსენით, ქალბატონო ლილი,
თქვენ ჩემხელა უნდა გყავდეთ შვილი,
რას ნიშნავს, რომ არ ვიყავი ფრთხილი
ახლა თავს ვგრძნობ, როგორც ნეკროფილი.
ეს თეა - მთხლეა, ეს ლია გველია,
ცირა, ლალი და ლიზი
- ცარიელი კაპრიზი.
არ გამაგონოთ სქესი ქალური,
მე ერთი აზრი ამიტაცია,
გამოვიცვალო სექსუალური, ლამის ორიენტაცია.
მაგრამ, კაცებსაც, როცა ვუყურებ - მიკვდება გული
რამდენი გინდა შემომთავაზო ნეტავი ფული,
რომ შევიყვარო მე ტლუ თემურა, ან ტლანქი ანრი,
ბილწი ბიძინა, მყრალი თენგიზა, მსუქანი ჟანრი,
ბოროტი რატი, ლოთი ვალოდა, ცბიერი ბადრი,
მშიშარა შაქრო, ძმობის არ იცის რომელმაც ყადრი.
ხელმრუდ მურადას, როგორ გავუგო, ერთი მითხარით,
როგორ გავუგო ნუგზარას, ცოლი რომ სცემა გიტარით.
არა, არ მინდა, აღარც ქალების, არც კაცთა მოდგმა!
რაც გსურთ იფიქრეთ, მიდით ატეხეთ მითქმა და მოთქმა,
სად არის ახლა ნეტავი, ექიმი აიბოლიტი
ის თუ მიშველის ...
ეგება გამხადოს - ჰერმოფროდიტი.
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
დასანახად ვეღარ ვიტან მათ.
მათი სახით ამეკიდა სატანა,
რა შევცოდე? რად ვისჯები, რად?
ცუდად ვხდები, რომ ვიხსენებ სახელებს,
ცუდად ვხდები, სახეებს რომ ვიხსენებ.
ყალბი ხმა და ცრუ იერი მახელებს
თვალწინ მიდგას ყველა - ვეღარ ვისვენებ.
დღეს ტულელი გამახსენდა იულია,
თან სულელი, თანაც ფრიგიდულია,
ან ავიღოთ თუნდაც დალი,
მუდამ გაპობილი მთვრალი.
მრუში არის გალია,
ისე, სათნო ქალია.
რა მსუნაგია თამუნა,
ლამის მეც შემახრამუნა.
უვარგა სახე მინსკელ ტანიას,
მაგრამ, ქართველი კაცის ტანი აქვს.
როგორ ვენდე მე სვან ნინოს?
უმარილოს, თან უტვინოს.
აჭარელიც მყავდა ნინა,
ერთი უნდა მოგესმინა.
მეუღლედ მყავდა ეკატერინე,
ერთ დღეს აღმიქვა, როგორც მტერი მე.
გამომცვალა, როგორც ძველი კალოში,
და გონია თავი მონტეკარლოში.
ცოდვა მადევს ერთი რუსი მონაზვნის,
რადგან როცა გემო ნახა ორგაზმის ,
- დაივიწყა, რაც კი ჰქონდა აღთქმული,
ჩემი ხათრით შეისწავლა ქართული.
❝ყ❞ - ს გამოსთქვამს, ბაყაყივით ყიყინებს,
დროშასავით აფრიალებს ბიკინებს.
მოგესალმები შენ ჩემო ნელი,
ნუ შიშობ, არ მაქვს მე ენა გრძელი.
რომ აიხადე გახსოვს ვუალი?
- პირველად ვნახე ტრანსსექსუალი.
რას ვიფიქრებდი ქურდბაცაცაა ლამარა,
როგორ დამტოვა პრეზერვატივის ამარა?!
დამეხსენით, ქალბატონო ლილი,
თქვენ ჩემხელა უნდა გყავდეთ შვილი,
რას ნიშნავს, რომ არ ვიყავი ფრთხილი
ახლა თავს ვგრძნობ, როგორც ნეკროფილი.
ეს თეა - მთხლეა, ეს ლია გველია,
ცირა, ლალი და ლიზი
- ცარიელი კაპრიზი.
არ გამაგონოთ სქესი ქალური,
მე ერთი აზრი ამიტაცია,
გამოვიცვალო სექსუალური, ლამის ორიენტაცია.
მაგრამ, კაცებსაც, როცა ვუყურებ - მიკვდება გული
რამდენი გინდა შემომთავაზო ნეტავი ფული,
რომ შევიყვარო მე ტლუ თემურა, ან ტლანქი ანრი,
ბილწი ბიძინა, მყრალი თენგიზა, მსუქანი ჟანრი,
ბოროტი რატი, ლოთი ვალოდა, ცბიერი ბადრი,
მშიშარა შაქრო, ძმობის არ იცის რომელმაც ყადრი.
ხელმრუდ მურადას, როგორ გავუგო, ერთი მითხარით,
როგორ გავუგო ნუგზარას, ცოლი რომ სცემა გიტარით.
არა, არ მინდა, აღარც ქალების, არც კაცთა მოდგმა!
რაც გსურთ იფიქრეთ, მიდით ატეხეთ მითქმა და მოთქმა,
სად არის ახლა ნეტავი, ექიმი აიბოლიტი
ის თუ მიშველის ...
ეგება გამხადოს - ჰერმოფროდიტი.
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭