● ვერ ვიპოვე დღემდე

07/12/2013
TheApokaliptos-ის მიერ

ვგავდი გმირს, ხან ვგავდი გივის
ხანაც გავაზს ვგავდი,
ზოგჯერ თავში რა არ გივლის
ყაყაჩოსაც ვგავდი.
ვკრავდი კარავს, კრავებს ვკლავდი
უკარება ვკერე,
გამდიოდა ტანში ლანდი
რა მოვიმკე მერე?!
ვენდე ბინდს, ხან ვიღაც ბონდოს
ხანაც ბანდებს ვენდე
მაგრამ ის, ვინც მე რომ მენდოს,
ვერ ვიპოვე დღემდე.

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭