● გმადლობთ მტერს და მოყვარეს

08/18/2013
TheApokaliptos-ის მიერ

გამყიდეს, გამცვალეს,
მაგრამ ვერ დამცალეს.
ფეხზე დამიკიდეს,
მაგრამ ვერ მიყიდეს.
წამართვეს, გამწირეს
- ეს მე არ მამცირებს.
შემარქვეს, მომიგონეს
- მაინც ვერ დამიმონეს.
დაჭრილი დამტოვეს.
ვეჩვევი სიმარტოვეს.
გადამაგდეს, მომპარეს
- გმადლობთ მტერს და მოყვარეს.
მომატყუეს, დამათვრეს
და ზეიმი გამართეს.
ლამის მომკლან, ჩამქოლონ,
ზედ წიხლი დამაყოლონ.
ცრემლისთვის დამცინეს,
მცხელა, თან მაციებს.
ლექსებს მიწუნებენ,
ვალს არ მიბრუნებენ.
ყველგან ცუდს ხედავ,
რას არ მიბედავენ.
ღმერთო! რას არ ამბობენ,
რა სიტყვით არ მამკობენ.
ფრთები მაინც მეზრდება
წერა არ მომბეზრდება.
მიყვარს და მეყვარება,
ეჭვიც არ მეპარება.
სანამ არ დამმარხავენ
- მშვიდს მე ვერსად მნახავენ.
ლექს ვკიოდი, თან წვიმდა
და მიბღვერდა მთაწმინდა...

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭