● რომ ვწერ...

02.02.2013 00:17

რომ ვწერ,ზოგჯერ,ასე ვფიქრობ:
ვის სჭირდება ლექსი?!
- სამი,ოთხი თუ მოითხოვს.
მაქსიმუმ ექვსი...
თუმცა ქალი ამიტირდა
მახსენდება ახლა...
აზრს ვიცვლი და ვფიქრობ, ღირდა
კალმით ფურცლის დაღლა...

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭

გაზიარება:
BacklinkLog