შოთა რეხვიაშვილი დმანისში სტიქიის შედეგებს გაეცნო
01/16/2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილესთან და დმანისის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს, დილიდან, ადგილზე პირადად გაეცნო.
ძლიერმა ქარმა დმანისის ტერიტორიაზე ორი მრავალბინიანი კორპუსისა და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
ზარალის ოდენობა დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია დაზიანებული სახურავების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი.
#ქვემოქართლისრეგიონი2019
#სტიქიადმანისში2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019