ადამიანის ევოლუციის ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია დმანისში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი დმანისის მუზეუმში, ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ეროვნული მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სტუდენტები და ტურისტები იმყოფებოდნენ. ციფრული პლატფორის - “სილიკონ ველის” ფარგლებში, სპეციალისტებმა დმანისის მუზეუმში არსებული არტეფაქტების 3D მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია დაიწყეს. აპლიკაციის გამოყენებით, დმანისის მუზეუმში მისული დამთვალიერებლები მათთვის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსიის ხილვას და ექსპონატის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას ციფრული გიდის დახმარებით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ არტეფაქტების პირვანდელი მდგომარეობის შესაბამისად, ერთიანი ვიზუალიზაცია საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის უპრეცედენტოა და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ რეალობაში წარმოდგენილი უძველესი ადამიანის ნაშთებს – ზეზვას და მზიას ნიმუშებს იხილავს. #ქვემოქართლი2019 #დმანისი2019 #ტურიზმი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
5 ყველაზე უცნაური სკოლა (ნაწ. I )
bii hehe
#BMGLIVE #TECHINFORM - გადაცემა #17 / 01.02.2024
ადამიანის ევოლუციის ისტორიული სიცრუე
ორთოდოქსი აპოლოგეტი
რობერტ საპოლსკი - რწმენა, ბუნებრივი ანტიდეპრესანტი
Change, You Can! / შეცვალე, შეგიძლია!
ევოლუციის თეორიის განადგურება!! 🔴(ვაჩელენჯებ ათეისტებს)
უცხო
რობერტ საპოლსკი - ადამიანის ქცევის ბიოლოგია / ლექცია #1 - შე...
Change, You Can! / შეცვალე, შეგიძლია!
როგორ განვითარდა ადამიანი, უძველესი ცივილიზაციები, რელიგია დ...
ცოდნისმოყვარე პოდკასტი
რომან აფაქიძის პოდკასტი / ეჭვი თუ რწმენა / გვაქვს თუ არა ევო...
Change, You Can! / შეცვალე, შეგიძლია!