დმანისში კოოპერატივებს სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი მიწები გადაეცათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი ადგილობრივი კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი მიწები 25 წლიანი იჯარით გადასცეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედის ფარგლებში კოოპერატივების „მოურავი“, „მთის ძირი“, „იმედი“ და „ბოსლები”-ს წევრებს, სფეროში არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და საქმიანობის პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცათ. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს, მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. #ქვემოქართლი2019 #დმანისი2019 #სოფლისმეურნეობა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
დმანისში განვითარებულ მოვლენებტან დაკავშირებით მბუდსმენი სპე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დმანისში ვითარება სტაბილურია
TV IMEDI
დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდები 100 საუკეთესო აღმოჩენას შორის...
TV IMEDI
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში კონფლიქტი ამოწურულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში შვეიცარიული მოდელის აგრარული სკოლა გაიხსნება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
დმანისში განვითარებული მოვლენები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster