დმანისში რიგით 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
12/25/2018
25 დეკემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი შშმ პირის სტატუსის მქონე, გიორგი დოლიაშვილთან ერთად გახსნა. მინისტრმა მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მიმდინარე აქციის ფარგლებში, უფასოდ გადასცა. უფასო პირადობის მოწმობებზე აქცია 10 დეკემბერს გამოცხადდა და ის 11 იანვრამდე გრძელდება.
საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია.
მოსახლეობას ადგილზე შეუძლია, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით, სკაიპის ოთახით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით ისარგებლოს, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა განთავსებული.
#ქვემოქართლი2018
#დმანისი2018
#საზოგადოებრივიცენტრი2018
#სახელმწიფორწმუნებული2018
#შოთარეხვიაშვილი2018