ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი
05/22/2017
Radio Atinati-ის
მიერ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლა გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ სიჭინავამ რადიო „ათინათს“ ქალაქის მერიასთან განუცხადა, სადაც ის, მისივე თქმით, ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას აკვირდებოდა.
„მოვუსმენ ყველას და დავდგები იმ მხარეს, რომელიც ზუგდიდისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება“, - თქვა სიჭინავამ.
რაც შეეხება ქალაქისა და თემის შესაძლო გაერთიანების საკითხს, სიჭინავა ამბობს, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს იმსახურებს.
„ქალაქს აქვს საკმაო პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ, გამოუყენებელია. ზუგდიდი იმაზე მეტის ღირსია, ვიდრე დღეს. ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი. ქალღალდზე რაც უნდათ, ის დაწერონ“, - თქვა მან.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/