დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობას კულტურის ცენტრ „ოდიშში“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. მანამდე, ამომრჩევლებს სიტყვით ვეტერანმა ფეხბურთელებმა მურთაზ ხურცილავამ, თემურ ქეცბაიამ და სხვებმა მიმართეს. მათ ზუგდიდელებს სიჭინავას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „ზუგდიდელებისთვის ეს არის შანსი...მჯერა, რომ თუ მოსახლეობა ზვიადის გვერდით დაუდგება და ის გახდება მერი, ზუგდიდი იქნება წარმატებული ქალაქი“, - ამბობს ქეძბაია ვიდეოჩანაწერში, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე უჩვენეს. პროგრამის პრეზენტაციამდე, შეკრებილებს სიტყვით სიჭინავამაც მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერი არაპოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს. „ბუნებრივია, საკუთარი პარტიის მიმართ ერთგულება დასაშვებია და პოლიტიკური პროცესების ნაწილია, მაგრამ მერმა პირველ რიგში უნდა შეძლოს საკუთარი თავის გაიგივება ამომრჩეველთან და მათი პრობლების გაზიარება“, - აღნიშნა მან. მერობის დამოუკიდბელი კანდიდატი თვლის, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით, აპოლიტიკურობა მისთვის ერთგვარ უპირატესობას წარმოადგენს. „თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არაპარტიულობა არ ნიშნავს დაპირისპირებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მე ჩემს თავს, არჩევის შემთხვევაში, მოვიაზრებ მენეჯერად, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება თავის ამომრჩევლისა და კანონის წინაშე. მე შევძლებ ვიყო ზუგდიდის მერი, რომელსაც სრულიად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა სიჭინავამ. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სიჭინავა თვლის, რომ მნიშვნელოვანია განათლების, ტრანსპორტის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. ფართომასშტაბიან პრეზენტაციამდე, დომენტი სიჭინავამ საკუთარი ხედვები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა გააცნო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს: ოთხი წლის მერე გამო...
Radio Atinati
ზვიად სიჭინავამ შესაძლოა სარეკლამო კომპანიას უჩივლოს
Radio Atinati
სიჭინავა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ...
Radio Atinati
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
Radio Atinati
დომენტი(ზვიად) სიჭინავა
zugdidelebi
დომენტი(ზვიად) სიჭინავა
zugdidelebi
მოქალაქეთა სურვილების გასაცნობად არასამთავრობოს შეხვედრაზე მ...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი- ზვიად (დომენტი) სი...
Radio Atinati