ზვიად სიჭინავამ შესაძლოა სარეკლამო კომპანიას უჩივლოს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი სარეკლამო კომპანია outdoors.ge-ს მის მიმართ მიზანმიმართულ ქმედებაში ადანაშაულებს. სიჭინავას იურისტის კესო ჩხიკვაძის განმარტებით, კომპანია ამ დრომდე არ ცდილობს ის ზიანი გამოასწოროს, რომლის შედეგადაც სარეკლამო ბილბორდები, რომლებზეც მერობის კანდიდატის პოსტერები იყო განთავსებული, ჩამოყრილია. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კომპანია მათ პრობლემის საღამომდე აღმოფხვრას დაჰპირდა, თუმცა, ამ დრომდე პოსტერები ბილბორდებზე ისევ არ განთავსებულა.„ჩვენ დადებული გვაქვს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 23 სექტემბერს უნდა განთავსებულიყო ბილბორდებზე პოსტერები. გარდა ამისა, თანხა უკვე ჩარიცხული გვაქვს. ჩვენ ვასრულებთ ხელშეკრულების პირობებს, მათგან განსხვავებით. ახლა საარჩევნო პერიოდია და გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ვინმეს ინტერესი იკვეთებოდეს, თუმცა, კონკრეტულად ვისი, არ ვიცით. გვეუბნებიან, რომ ხან რაღაც გაფუჭდა, ხან წვიმის გამო ვერ შეძლეს პოსტერის გაკვრა, თუმცა, ნაწვიმარი აშკარად არაა. თუ კომპანია დღეს წერილობით ახსნა-განმარტებას არ მოგვაწვდის, სასამართლოს მივმართავთ", - აღნიშნა ჩხიკვაძემ. თავის მხრივ, კომპანია „outdoors.ge-ში აცხადებენ, რომ ბილბორდებს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და მათი აღდგენა, ჯერჯერობით, უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. კომპანიაში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ ბილბორდებზე ზვიად სიჭინავას პოსტერებს, სავარაუდოდ, დღესვე განათავსებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არი...
Radio Atinati
ზვიად სიჭინავამ მედიას საარჩევნო პროგრამა გააცნო
Radio Atinati
ზვიად სიჭინავამ ზუგდიდში საცურაო აუზი გახსნა
Radio Atinati
დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა გაა...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს: ოთხი წლის მერე გამო...
Radio Atinati
სიჭინავა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ...
Radio Atinati
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
Radio Atinati
ზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: "ამაყი ვარ, რომ ეს ქალა...
პირადი მოხმარებისთვის