ზვიად სიჭინავამ მედიას საარჩევნო პროგრამა გააცნო
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ მედიას საკუთარი პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა, რომელიც კამერებისთვის დახურული იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიჭინავას თქმით, მისი, როგორც მერობის კანდიდატის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია განათლების, ტრაპსპორტის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. „დასაქმება და ხალხთან ურთიერთობა. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი. ჩვენ გვჭირდება ერთი მამართულება და ერთიანი აზრი ყველა მიმართულებით. ზუგდიდელები თუ ამის შანსს მომცემენ, ვეცდები, რომ ეს ყველაფერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოვაგვარო. რაც შეეხება შანსებს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ერთი ხმაც, რომ იყოს ის იქნება მოცემული ჩემთვის და არა პარტიისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს სიჭინავამ.მისი შესაფებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროფესიონალი კადრების სიმცირეა და გამოსავალი საჯარო უწყებების კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებაა. სიჭინავა სხვა საკითხებთან ერთად, გარევაჭრობის პრობლემასაც შეეხო და განმარტა, რომ მოვაჭრეებს გადასახადები მაქსიმალურად უნდა შეუმცირდეთ, რათა ბაზრის შინგითა ტერიტორიაზე მუშაობა შეძლონ. ზუგდიდის მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორისთვის ხვალ გამართავს. მოსახლეობასთან შეხვედრა 24 სექტემბერსაა დაგეგმილი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა გაა...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს: ოთხი წლის მერე გამო...
Radio Atinati
ზვიად სიჭინავამ ზუგდიდში საცურაო აუზი გახსნა
Radio Atinati
ზვიად სიჭინავამ შესაძლოა სარეკლამო კომპანიას უჩივლოს
Radio Atinati
ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არი...
Radio Atinati
სიჭინავა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ...
Radio Atinati
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
Radio Atinati
ზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: "ამაყი ვარ, რომ ეს ქალა...
პირადი მოხმარებისთვის