ზვიად სიჭინავა მაიზერ ნანავას პასუხობს

31.01.2019 01:34

„მოამბის“ მთავარ გამოშვებაში ზუგდიდის სტადიონის შესახებ გუშინ გასულ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა გამოეხმაურა. ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მაიზერ ნანავა „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სტადიონის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას სწორედ სიჭინავას აკისრებდა, რასაც ბრალდებების ადრესატი კატეგორიულად არ ეთანხმება. როგორც ზვიად სიჭინავა ამბობს, კომპანიამ „დაგი” სამუშაოები პროექტის თანახმად შეასრულა, თუმცა ქალაქის მერიამ ახლად აშენებული სტადიონის მოვლა-პატრონობა ვერ შეძლო და ინფრასტრუქტურა, რომლის მშენებლობისთვისაც ბიუჯეტიდან თითქმის 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, ნადგურდება. ზუგდიდის სტადიონის მშნებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს დასრულდა, მეორე ეტაპის დასაწყებად კი ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. ტრიბუნები გადაუხურავია, წყალი კი სტადიონის შიდა პერიმეტრში აღწევს. ეს სტადიონი უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით მოედნის საფარიც დაზიანებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: \"ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია\"
01:24

ზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: "ამაყი ვარ, რომ ეს ქალა...

პირადი მოხმარებისთვის

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს: ოთხი წლის მერე გამოვალ „ბირჟაზე“ და პანღურს ვერ ამომარტყამთ
00:55

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს: ოთხი წლის მერე გამო...

Radio Atinati

ზვიად სიჭინავამ მედიას საარჩევნო პროგრამა გააცნო
01:38

ზვიად სიჭინავამ მედიას საარჩევნო პროგრამა გააცნო

Radio Atinati

დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო
02:05

დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა გაა...

Radio Atinati

ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი
01:56

ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არი...

Radio Atinati

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა
29:31

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა

Radio Atinati

ზვიად სიჭინავა აფხაზეთის, როგორც ქვეყნის სადღეგრძელოს სვამს
00:23

ზვიად სიჭინავა აფხაზეთის, როგორც ქვეყნის სადღეგრძელოს სვამს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზვიად სიჭინავა აფხაზეთში, \"ქვეყნის\" სადღეგრძელოს სვამს
01:24

ზვიად სიჭინავა აფხაზეთში, "ქვეყნის" სადღეგრძელოს სვამს

Zaqaria Khitarishvili

ყველა ვიდეო