პროკურატურაში ოპოზიციის მხრიდან ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოკითხვები მიმდინარეობს

14.11.2018 01:37

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე და მოქალაქე ინეზა ფარულავა რაიონულ პროკურატურაში გამოსაკითხად დაიბარეს. უწყების შენობაში შესვლამდე მათ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. წითლიძის თქმით, პროკურატურა იმ მოქალაქეებს იბარებს, რომლებზეც მათ საგარანტიო ფურცლები გასცა. მისივე განმარტებით, ეს ფურცლები, გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობას საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სოციალური პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო