ფარცხალაძის სანქცირება - შეფასებები
ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება გენერალური პროკურატურა. უწყება კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გადადგომის შემდეგ ფარცხალაძეს აქვს რაიმე სახის შეხება პროკურატურასთან. უწყება რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ მათი მიზანი გენერალური პროკურატურის დისკრედიტაციაა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს, საზოგადოებას კი პრაქტიკულად მიეწოდება ინფორმაცია სამართლებრივი რეაგირების შესახებ. ოთარ ფარცხალაძის საკითხზე დღეს შეფასებები კვლავ გაკეთდა საკანონდებლო ორგანოში. აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირების გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. მათი აზრით, გადაწყვეტილება ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს. სანქცირებულთა სიაში საქართველოს მოქალაქის შეყვანა კი, მმართველი გუნდის აზრით, პარტნიორების მხრიდან ქართული მხარისთვის მტკიცებულებების მიწოდებას და დადასტურებას მოითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დესტაბილიზაციის გეგმა - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სანქცირებულთა სიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სანქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა - შეფასე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის ელჩი ფარცხალაძეზე — სანქცირება მთავრობებისთვის მინიშ...
Formula News
ხოშტარია - ფარცხალაძის სანქციები არის არა მხოლოდ ფარცხალაძის...
ტვ პირველი • TV Pirveli
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი ოთა...
Formula News
"ოცნება" ფარცხალაძის გადასარჩენად | სახდეპის გაფრთხილება და...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi