ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი

09.03.2020 01:36

20-21 ივნისის საქმეზე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ორქუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია დაიკითხა. ხოშტარიამ გაიხსენა 20 ივნისის ღამე და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან არანაირი საუბარი არ ყოფილა სადმე შესვლაზე. დაცვის მხარის მოწმის მტკიცებით, აქციაზე კანონს არღვევდნენ პოლიციელები და არა აქციის მონაწილეები. დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ, პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: