ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

21.02.2020 00:50

ბუტა რობაქიძის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული  ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის პროცესი ისევ გადაიდო. სხდომაზე ოქრუაშვილის ინტერესების დამცველი ისევ არ გამოცხადდა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაცვა განზრახ აჭიანურებს პროცესებს  და მოითხოვეს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი 28 თებერვალს ჩაინიშნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: