კობა კოშაძის სასამართლო პროცესი

30.12.2019 01:39

ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის პროცესზე . პოლიციის თანამშრომელმა კოშაძის მანქანის ჩხრეკის, იარაღის ამოღების და დაკავების დეტალებზე ილაპარაკა. დაცვის მხარემ კი შუამდგომლობა დააყენა პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს კორესპონდენციის ჟურნალის ამოღების თაობაზე. ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, საქმეში თარიღები გაყალბებულია, ჟურნალის ჩანაწერი კი დაადასტურებს ამ ფაქტს. კობა კოშაძეს გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შემდეგი სხდომა საქმეზე 6 იანვარს ჩაინიშნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: