ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი პროკურატურას პასუხობს

29.01.2019 01:34

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, პროკურატურის განცხადებას პასუხობს. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ უწყების მხრიდან მსგავსი პოზიციის გაჟღერება, თითქოს ინტერსების დამცველმა უნდა წარადგინოს საგამოძიებო გეგმა, გაუგებარია. გიგუაშვილი მიმართავს პროკურატურას, ჩამოაშორონ საქმეს ის გამომძიებლები, რომლებიც ხელს უშლიდნენ პროცესის წარმოებას. ადვოკატი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.  შეგახსენებთ, გასული წლის  დეკემბრის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში, გენერალური პროკურატურა  საუბრობდა, რომ  გამსახურდიების ოჯახს და ადვოკატს შესთავაზეს  მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. გიგუაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ის მზად იყო გამომძიებელთან ერთად შეედგინა გეგმა და უკვე შემდეგ შეხვედროდა გენერალურ პროკურორს. უკვე გუშინ კი, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამსახურდიებს ოჯახის ადვოკატს სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს გენპროკურორი უხელმძღვანელებს
01:39

გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს გენპროკურორი უხელმძღვ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის განცხადება
01:25

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მთაწმინდის პანთეონში
07:38

ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მთაწმინდი...

netgazeti ge

ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა
01:50

ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების წამება ზღვარს სცილდება!მანანა არჩვაძე.კოლხური კოშკი 05.10.2022 წ
59:27

ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების წამება ზღვარს სცილდება!მა...

Beso Mikava

ზვიად გამსახურდიას ოჯახის დევნა გრძელდება. მანანა არჩვაძე გამსახურდია
17:48

ზვიად გამსახურდიას ოჯახის დევნა გრძელდება. მანანა არჩვაძე გა...

Beso Mikava

გამსახურდიას საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოჯახის წევრები
01:15

გამსახურდიას საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოჯახი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე
06:13

პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო