ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის განცხადება


საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები მისი ოჯახისთვის სრულიად ხელმისაწვდომია. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახის ადვოკატის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, - ამის შესახებ განცხადება დღეს ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს მიმართეს. როგორც გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, საქმის მასალები უკვე გამოითხოვეს, ის საკმაოდ მოცულობითია. მისივე თქმით, საქმეში უამრავი დარღვევაა, თუმცა შეფასებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან