მოსამართლემ გიორგი სიბაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
07/03/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის, რიგით 29-ე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. პროცესზე ბრალდებულმა საქმეზე მტკიცებულებების დართვის სახით, შუამდგომლობა დააყენა, რომელიც „კახეთის განვითარების პროგრამის\" ფარგლებში, დაჯილდოვების შესახებ ინფორმაციას ასახავდა და რომელიც სიბაშვილზე გაცემულ სახელმწიფო ჯილდოებს ადასტურებდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მასალები საქმეზე დაურთო, არა როგორც მტკიცებულება, არამედ როგორც პიროვნული მახასიათებელი ფაქტები.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ერთი მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანაშმრომელი, რომელმაც სუვენირების ეპიზოდთან დაკაშირებით, ჩვენება მისცა. ბრალდების მხარემ შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. მორიგი სასამართლო სხდომა კი 9 ივლისს, ბოლო მოწმის დაკითხვით განახლდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1jMh3gG