სიბაშვილის საქმის განხილვა
თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სიბაშვილთან ერთად სასამართლო კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორის, ვალერი გრემელაშვილის საქმესაც განიხილავს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ვალერი გრემელაშვილის ადვოკატმა სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ორი სისხლის სამართლის საქმის გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა. პირველ შემთხვევაში საქმე სოფელ მანავის, მეორე საქმე კი ქოჩების ტბის, სუვენირების შეძენის, პრემიებთან, ხელფასებთან და ახლობლების დასაქმებასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს უკავშირდება. გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა ედება. სიბაშვილს ბრალი 5 ეპიზოდში აქვს წარდგენილი. გიორგი სიბაშვილის განცხადებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვალერი გრემელაშვილი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ჯგუფურად დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვაშია ბრალდებული. თელავის რაიონულ სასამართლოში სიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა 19 აპრილს 12 საათზე გაიმართება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/14eaC3f
მსგავსი ვიდეოები
გიორგი სიბაშვილის რიგით 26-ე პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი 01/05/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის სასამართლო დასრულდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის ბრიფინგი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი